უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა

რუსეთი უკრაინისთვის გაზის 40$-იან ფასდაკლებას აკეთებს

რუსეთი უკრაინისთვის გაზის 40$-იან ფასდაკლებას აკეთებს“უკრაინის ნავთობგაზმა” დღეიდან რუსული გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილება «გაზპრომთან» 2015 წლის ტარიფზე შეუთანხმებლობის გამო იქნა მიღებული. ვენაში გამართლი მოლაპარაკებები, რომელიც უკრაინამ, რუსეთმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამართეს, უშედეგოდ დასრულდა.
«ჩვენ შევისყიდით გაზს, მაგრამ რუსულს არა მანამდე, სანამ ფასზე არ შევთანხმდებით» – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის და ბუნებრივი წიაღისეულის მინისტრმა ვლადიმირ დემჩიშინმა. კიევი იმედს იტოვებს, რომ ფასზე შეთანხმებას ოქტომბრაბდე მიაღწევენ.
დემჩიშინის თქმით, მესამე კვარტლის გაზის ტარიფი, რომელიც რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა, უკრაინას არ აწყობს.
თავის მხრივ, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსნდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ «ნავთობგაზისთვის» 40 დოლარზე მეტი ფასდაკლების აუცილებლობას ვერ ხედავს.
გასული წლის ოქტომბერში ბრიუსელის მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი გაზს 100 დოლარით შეღავათიანი ტარიფით ამარაგებდა.
“ევროპელი კლიენტებისთვის გაზის უკრაინიდან ტრანსპორტირება ჩვეულებრივად გაგრელდება კონტრაქტის პირობების შესაბამისად” – განაცხადა «ნავთობგაზმა».

banner
წინა სტატიაშირუსეთში კომუნალური მომსახურების ტარიფები გაიზარდა
შემდეგი სტატიაგერმანიაში აუშვიცის 94 წლის დაცვას ასამართლებენ