უკრაინამ რეფორმები და მისი საერთაშორისო იმიჯი სააკაშვილს ჩააბარა

hრეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა აუცილებელია იმ ხალხისათვის გამოცდილების მისაღებად, რომლებიც თანაუგრძნობენ უკრაინას და რეფორმებს შემოღება უნდათ–განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ

,,ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვიქრობდით, უკეთესად როგორ გამოგვეყენებინა მისი ცოდნა, გამოცდილება და მისი უნიკალური ,,ნოუ-ჰაუები,,. საქართველოში მან ფაქტიურად ეკონომიკური, პოლიტიკურიდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რეფორმირება მოახერხა. ის გზა, რაც ჩვენ შარსან დავიწყეტ ღირსების რევოლუციით, ჩვენმა მეზობლებმა დატკეპნეს და გაიარეს… სწორედ ისინი მზად არიან გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება. მიხეილი ფაქტიურად აქამდეც თავისი არსით, უშტატო კონსულტანტი იყო უკრაინის რეფორმების საკითხში. დღეს მან უკვე ოფიციალური სტატუსი მიიღო,, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი
პოროშენკომ ხაზი გაუსვა, რომ ,,მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და იმავე დროს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი უკრაინაში,,

,,სწორედ სააკაშვილი დაალაგებს ორმხრივ ურთიერთობას უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოსთან რეფორმების საკითხში – რაც საუკეთესო უცხოური გამოცდილების მოზიდვაში და ჩვენი საქმიანობის საუკეთესოდ წარმოჩენაში გამოიხატება,, –იმედოვნებს უკრაინის პრეზიდენტი.

თავის მხრივ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ახლა მსოფლიო უკრაინას უყურებს და მსოფლიოშიც ბევრი რამ, სწორედ უკრაინის რეფორმებზე იქნება დამოკიდებული ,, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, ტუ ახლა არ ავაშენებთ ახალ უკრაინას და ახალ რეფორმებს არ განვახორციელებთ ცხოვრებაში. ეს დროსთან ჭიდილია. თუ ახალი უკრაინა განხორციელდება, მაშინ საქართველოც თავისუფალი იქნება,,– აღნიშნა სააკაშვილმა

banner
წინა სტატიაში“ჩვენ მზად ვართ ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ, მაგრამ არა თავდასხმებისა და შეკვეთილი სიუჟეტების ფორმით”
შემდეგი სტატია7 წლიანი პაუზის შემდეგ 15 თებერვალს მე- 2 არხზე გადაცემა „ აფხაზეთი“ გავა