უკრაინამ ბიბისის ჟურნალისტებს სანქციები მოუხსნა

ეუთომ უკრაინის ხელისუფლების სანქციები განიხილა, რომელიც სხვებთან ერთად ჟურნალისტებზეც ვრცელდება. უკრაინის ინფორმაციის პოლიტიკის მინისტრმა აღიარა, რომ სანქციების ახალი სია, სადაც ბიბისის ჟურნალისტებიც მოხვდნენ, გადახედვას საჭიროებს.

“მე ვაფასებ მთავრობის კანონიერ უფლებას ტერორიზმს ებრძოლონ და საკუთარი მოსახლეობის ეროვნული უსაფრთხოება დაიცვას. მაგრამ ფართო შეზღუდვების შემოღება, რომელიც ჟურნალისტების თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს – ეს არ არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა” – განაცხადა ეუთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა.

ეუთოში ხაზი გაუსვეს, რომ სანქციები ჟურნალისტების უფლებების წინააღმდეგ მიმართული სერიოზული საშიშროებაა.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, სადაც მოხვდნენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. სანქცია აქტივების დაბლოკვას ითვალისწინებს, რომელიც კერძო საკუთრების გამოყენების დროებით შეზღუდვებს გულისხმობს.

სანქციები შეეხო ასევე 34 ჟურნალისტს და 7 ბლოგერს სხვადასხვა ქვეყნიდან.

“ეს თავისუფალ მედიაზე სამარცხვინო თავდასხმაა. ეს სანქციები – აბსოლუტურად უადგილოა და გაუგებარი” – განაცხადა ბიბისის საერთაშორისო ახალი ამბების განყოფილების რედაქტორმა ენდრიუ როიმ.
სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა ასევე ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ბიბისის ჟურნალისტებს სანქცია მოუხსნა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: უგულავას ზეიმი რამდენიმე საათიან ზეიმად დარჩება
შემდეგი სტატიაექსკლუზივი–გზა ორლარიანი გაიშნიკობიდან მოტივირებულ პოლიციელობამდე – განუკითხაობა ტვირთის გადაზიდვებში!