,,უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაზარალებულებს 1 ლარად დაუბრუნდებათ”

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაზარალებულებს 1 ლარად დაუბრუნდებათ. განცხადება ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ გააკეთა. მისი თქმით, საუბარია 6 ავტომობილსა და ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გუშინ დასრულდა. კაციტაძე აცხადებს, რომ ქონებების დაბრუნების პროცესი მალე დაიწყება. “ეკონომიკის სამინისტრო საკითხს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მთავრობის სხდომაზე გაიტანს. როდესაც მთავრობა ამ მიმართვას დააკმაყოფილებს, ამის შემდეგ მოხდება ჩამორთმეული ქონების 1 ლარად პრივატიზება და შესაძლებელი იქნება დაზარალებულთა დარღვეული უფლებების აღდგენა,” – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაშიოსბორნი: ბრიტანეთი საბერძნეთის კრედიტების გადახდას არ აპირებს
შემდეგი სტატია,,უახლოეს პერიოდში საზოგადოებას არაერთი საქმის გახსნასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას მივაწვდით”