უიტნი ჰიუსტონის შვილი დედის სიმღერაზე გააცილეს

უიტნი ჰიუსტონის შვილი დედის სიმღერაზე გააცილეს

უიტნი ჰიუსტონის შვილი დედის სიმღერაზე გააცილესუიტნი ჰიუსტონის შვილი ბობბი კრისტინა ბრაუნი დედის სიმღერაზე Jesus Loves Me გააცილეს, ამის შესახებ პირველ აგვისტოს საიტმა TMZ დაწერა.
სამგლოვიარო ცერემონიის დროს ბრაუნების და ჰიუსტონების ოჯახები სიტყვით გამოვიდნენ. გამომსვლელთა შორის იყო ასევე მსახიობი ტაილერ პერი. კრისტინას მამა ბობი ბრაუნი სიტყვით არ გამოსულა, მან ჩავაწერი დადო გოგონას ცხედართან, სადაც ეწერა : «მეც ყოველთვის მეყვარები».
პოლიცია ჰიუსტონის ერთადერთი მემკვიდრეს სიკვდილს იძიებს.
ისინი ცდილობენ დაადგინონ, რატომ ჩავარდა 22 წლის ბობბი კომაში.
ბობბი კრისტინა ბრაუნი 26 ივლისს, ექსვთვისანი ხელოვნური სუნთქვის შემდეგ კომაში გარდაიცვალა.
წინასწარი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ვერ დადგინდა რამ გამოიწვია გოგონას სიკვდილი. მის სხეულზე ტრავმის ნიშნები არ აღმოუჩენიათ. მედიკოსების თქმით, მას არ ჰქონდა არანაირი დაავადება, რომელსაც შეეძლო ეს შედეგი გამოეწვია.
ბობბი კრისტინა ბრაუნის აპეკუნმა მომხდარში ნიკ გორდონი დაადანაშაულა. მისი თქმით, ტრაგედიის დღეს მათ იჩხუბეს, რამაც, აპეკუნის თქმით, კრისტინას კომაში ჩავარდნა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილმა ჭამა 3 კილო კაიმაღი და გახდა ცუდად
შემდეგი სტატიაცუკენბერგი შვილს ელოდება