უზენაესმა სასამართლომ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიკაილ კადიევის საქმეზე დაუშვებლად სცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიკაილ კადიევის საქმეზე დაუშვებლად სცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიკაილ კადიევის საქმეზე დაუშვებლად სცნო – ამის შესახებ ,აფხაზთა კრების“ ლიდიერი,  მოძრაობა ,,დაბრუნების” თავმჯდომარე, ადვოკატი მალხაზ პატარაია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება:

“დღეს მივიღეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებლ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიკაილ კადიევის საქმეზე. უცვლელად ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კადიევისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის ბათილად ცნობისა და ამ საკითხზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ყველა ჩვენი პრეტენზია. სამინისტროს მოუწევს მისი მრავალრიცხოვანი სავალდებულო მითითებების შესრულება, ანუ საქმეში არსებული უამრავი მტკიცებულების განხილვა, რომლებიც სრულიად ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ რუსეთში მიკაილ კადიევი იდევნებოდა უფლებადაცვითი საქმიანობისათვის. განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია მის წინააღმდეგ რუსეთში შეთხნილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომელთა საფუძველზეც რუსეთის პროკურატურა ითხოვდა კადიევის ექსტრადიციას. ესეც ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ თავისი განჩინებით.
ყველაფერი ეს შეუძლებელი იქნებოდა დაღესტნელი უფლედამცველისადმი ქართული საზოგადოების მიერ გამოხატული მძლავრი მხარდაჭერის გარეშე.
გილოცავთ, მეგობრებო!
საქართველოს ღირსებისათვის ბრძოლა გრძელდება!
არ გადასცე კადიევი რუსეთს!–წერს მალხაზ პატარაია

banner
წინა სტატიაშივიდეო– თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“
შემდეგი სტატიამე ფიცი დავდე არა “ქართული ოცნების”, არამედ სახელმწიფოს წინაშე