უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა მაინც სჭირდება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ.
პარლამენტი ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესში ვადებით შეზღუდული არ არის. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მაშინ პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პარლამენტისთვის წარდგენამდე კანდიდატურის წარდგენა და მოსმენა კომიტეტებში ხდება.
“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში მითითებული არ არის, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრა ღიაა.

banner
წინა სტატიაშიმინსკის შეთანხმების ამოქმედების მიუხედავად, უკრაინის რეგიონში შეტაკებები არ წყდება
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის მიერ განხროციელებული ნებისმიერი ქმედება უფრო ზუსტ პროგნოზირებას უნდა ემყარებოდეს