უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძე დაასახელა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის პრეზიდენტი პარლამენტს განსახილველად ნინო გვენეტაძის კანდიდატურას წარუდგენს.

განცხადება ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელსაც თავად გვენეტაძეც ესწრებოდა.

მოსამართლე ნინო გვენეტაძე პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებმა” წარუდგინეს.

პრლამენტი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატურის განხილვას, კანონმდებლობის მიხედვით, საკომიტეტო მოსმენებზე დაიწყებს, რის შემდეგაც საკითხი დასამტკიცებლად სესიაზე გავა.

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევისთის პარლამენტში, მინიმუმ, 76 ხმა არის საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ გვენეტაძის კანდიდატურა არ დამტკიცდება, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ უნდა წარუდგინოს კანდიდატურა, თუმცა მას არ აქვს უფლება პარლამენტში განსახილველად ისევ იგივე პირი წარადგინოს.

გიორგი მარგველაშვილს კანდიდატურების წარდგენამდე მოლაპარაკებები ჰქონდა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედ ხელმძღვანელს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: არ მგონია, რომ მათ უკრაინას რაიმე სასიკეთო მოუტანონ
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე: ყოველი მოსამართლე ვალდებულია იზრუნოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შექმნაზე