უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენა 23 თებერვლამდე მოხდება

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენა 23 თებერვლამდე მოხდება

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრაუზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენა მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
მისი განცხადებით, აღნიშნული 23 თებერვლამდე უნდა მოხდეს, ვინაიდან კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10- წლიანი ვადა სწორედ 23 თებერვალს ეწურება.
რაც შეეხება თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს, კვერენჩილაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე რამდენიმე ათეული განაცხადია შესული.
””კანდიდატურების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოწოდების პროცესი 9 თებერვალს, დღის ბოლოსთვის დასრულდება. რამდენიმე ათეული კანდიდატია წარმოდგენილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამის შემდეგ მოხდება შერჩევა იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან ერთად და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის მონაწილეობით გამართულ კონსულტაციებზე იქნა შემუშავებული. ამ პროცესის დასრულების შემდეგ წარადგენს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს”, – აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეთა უვადოდ დანიშვის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, შესაძლოა, თებერვალში არ მოხდეს