უეფას ვიცე-პრეზიდენტს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები „ვაჭრობაში“ ადანაშაულებენ

უეფას ვიცე-პრეზიდენტს, გრიგორი სურკისს, ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები „ვაჭრობაში“ ადანაშაულებენ.

როგორც დელეგატი გიორგი ხაჩიძე ჰყვება, დახურულ შეხვედრაზე უეფას ვიცე-პრეზიდენტმა გეგა გობეჯიშვილის გათავისუფლებაზე პირადი პასუხისმგებლობა აიღო და სანაცვლოდ რეზი არველაძის მომხრეების არჩევნებში მონაწილეობა მოითხოვა.

„მიდიოდა მოლაპარაკება, ერთგვარი ვაჭრობაც შეიძლება დავარქვათ. რეზი არველაძის მომხრეები უარს ვაცხადებდით არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, სანამ გეგა გობეჯიშვილი არ იქნებოდა გამოშვებული. შემოთავაზება და მოთხოვნა ის იყო, რომ მიგვეღო მონაწილეობა სხდომაში და სურკისი იღებდა პასუხისმგებლობას, რომ არ დატოვებდა ქვეყანას მანამ, სანამ გეგა არ იქნებოდა გამოშვებული,“ – აცხადებს ყრილობის დელეგატი, გიორგი ხაჩიძე.

სოციალურ ქსელში ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დახურულს კარს მიღმა უეფას წარმომადგენლებისა და რევაზ არველაძის მომხრეების შეხვედრაა აღბეჭდილი.

https://youtu.be/e4C08X89GB4

banner
წინა სტატიაშითურქეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო
შემდეგი სტატიაანკარის ტერაქტი – პროვოკაცია ერდოღანის მმართველი ძალის წინააღმდეგ (VIDEO)