უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარებულ პირებთან დაკავშირებული საქმეების აღსრულებლად დაახლოებით მილიონი ლარია საჭირო

დღეისთვის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში ასეთი ტიპის 21 110 საქმე დაგროვდა, რომელთა აღსრულებისთვის დაახლოებით ერთი მილიონი ლარია საჭირო. ბარამიძის განცხადებით, საქმეების ნახევარი უიმედოა და თანხის ამოღება საერთოდ შეუძლებელია. მისივე ცნობით, აღსასრულებელ საქმეთა ნახევარზე მეტი ეხება პირებს, რომლებიც ან მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობენ, ან რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ასევე მათ შორის არიან პენსიონერები და სტუდენტები

jarimaმთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარებული პირების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის მიზანს უკავშირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი დღეს პარლამენტს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა, რომლის განმარტებითაც, ამგვარი თითოეული საქმის აღსრულება სახელმწიფოს 47 ლარი უჯდება.

როგორც ბარამიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღეისთვის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში ასეთი ტიპის 21 110 საქმე დაგროვდა, რომელთა აღსრულებისთვის დაახლოებით ერთი მილიონი ლარია საჭირო. ბარამიძის განცხადებით, საქმეების ნახევარი უიმედოა და თანხის ამოღება საერთოდ შეუძლებელია. მისივე ცნობით, აღსასრულებელ საქმეთა ნახევარზე მეტი ეხება პირებს, რომლებიც ან მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობენ, ან რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ასევე მათ შორის არიან პენსიონერები და სტუდენტები.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანის აზრით, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით “მოთმინება უნდა ვიქონიოთ”
შემდეგი სტატიარუსეთის მუფტი პუტინს სკოლებში თავსაბურავიანი გოგონების დაშვებას თხოვს