„უახლოეს პერიოდში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის დეგრადირება ან კოლაფსი მოხდება“ – ზურაბ ადეიშვილი

„უახლოეს პერიოდში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის დეგრადირება მოხდება, შესაძლებელია კოლაფსიც,“ – ამ განცხადებას იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, არჩევანთან საუბრისას აკეთებს.

ადეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველო არ არის მზად ასეთი ძვირადღირებული პროგრამისთვის.

“ძნელია, ვინმეს არ მოეწონოს უფასო ჯანდაცვა. ნებისმიერი ადამიანისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაგრამ ჩნდება მეორე კითხვა, რა რესურსებით ხდება ამის დაფინანსება? ანუ არის თუ არა საქართველოში საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს უნივერსალური უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფა?! ეს პრობლემა იმ ქვეყნებსაც უდგათ, რომლებიც საქართველოსთან შედარებით განვითარების გაცილებით მაღალ ეტაპზე არიან და მათმა დიდმა ნაწილმა ეს დღემდე ვერ შემოიღო. ამ სისტემის დეგრადირება საქართველოში უახლოეს პერიოდში მოხდება, შესაძლებელია კოლაფსიც,“ – აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიადეიშვილს იუსტიციის მოქმედ მინისტრზე საუბარი არ სურს
შემდეგი სტატია„ჩვენი მიზანია, გავუზიაროთ უკრაინას საქართველოს გამოცდილება“