“უახლოეს პერიოდში დავიწყებთ დაზიანებული სახლების გამაგრებას და სახურავების შეკეთებას,”- ბექა მიქაუტაძე

“უახლოეს პერიოდში დავიწყებთ დაზიანებული სახლების გამაგრებას და სახურავების შეკეთებას,”- ეს განცახდება საბურთალოს გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

საბურთალოს გამგებელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის დატბორილი და დაზიანებული სახლების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

“სახლების შლამიდან განთავისუფლება მიმდინარეობს, მოხალისეები გვეხმარებიან. დავიწყებთ უახლოეს პერიოდში სახურავები გაკეთდებას და გამაგრებას. არის რამდენიმე სახლი რომელიც სრულიად აღარ არსებობს, ჩვენ მოგვიწევს მათ ან ავუშენოთ ან ახალი ფართი გამოვუყოთ რადგან აქ მიწაც აღარ არის,”- აცხადებს საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე.

სტიქიის ზონაში მუშაობენ სატყეო სააგენტოს წარმომადგნლები რომლებიც ხის მასას ასაწყობებენ. მათი განცახდებით შემდგომში შეშას სოციალურად დაუცველებს დაურიგებენ.

banner
წინა სტატიაშინუცუბიძეზე დათვის ბელი იპოვეს
შემდეგი სტატიაგმირთა მოედნის ესტაკადა, სავარაუდოდ, დილით გაიხსნება