ტყუპები რომელთაც ორი მამა ჰყავთ

აშშ-ში ქალმა ტყუპი გოგონები გააჩინა, რომელთაც ორი სხვადასხვა მამა ჰყავთ…

შვეიცარული გაზეთ ,,Tagesanzeiger,,-ის ცნობით, აშშ-ს ნიუ ჯერსის შტატში კურიოზული შემთხვევა მოხდა… დედა, რომელსაც ტყუპი გოგონები ჰყავს, სასამართლოს მეშვეობით შეეცადა პარტნიორი მამაკაცისათვის ბავშვების ალიმენტი დაეკისრებინა… თუმცა სასამართლო ექსპერტიზამ გენეტიკური ანალიზის შედეგად ამ მამაკაცს,  ყტუპებიდან მხოლოდ ერთი გოგონას მამობა დაუდგინა და ალიმენტიც ერთ ბავშვზე დააკისრა…

როგორც აღმოჩნდა ტყუპების დედას ერთი და იმავე პერიოდში ორი სხვადასხვა საყვარელი ჰყავდა და ბავშვები ორივესაგან ჩაესახა…

გაზეთის ინფორმაციით, მსგვასი რამ ძალიან იშვიათად ხდება… თუმცა შესაძლებელია, რომ ერთიდა იმავე პერიოდის განმავლობაში ორ სხვადასხვა მამაკაცთან სექსის დროს  კვერცხუჯრედები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განაყოფიერდებნენ და ტყუპები გაჩნდნენ.

ნიუ ჯერსის სასამართლოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ანალოგიური მოვლენა, შტატების სამედიცინო ექსპერტიზის ისტორიაში სულ ორჯერ არის დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშირუსების სა-9-მაისო ტყუილი
შემდეგი სტატიაკუბის პრეზიდენტის შვილმა 20 ჰომოსექსუალი წყვილი დააქორწინა