ტყიბულის ტყეში ქალბატონი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ნუკრი კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ტყიბულის მიმდებარე ტყის მასივში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებული მაია ჯ. მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ტყიბულშივე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე: სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით
შემდეგი სტატიაკობა ხაბაზი: უნდა ვაღიარო, რომ ჩანაწერებში ნამდვილად ჩემზეა საუბარი“