ტუსკი: რუსეთი მეზობლებისთვის მეტად მომხიბვლელი უნდა გახდეს

evrokavshiriლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროკავშირის სამიტი გაიხსნა, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან დიდი ექვსეული მონაწილეობს. ორდღიანი შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
რუსეთის პროექტში მონაწილეობა, უსევე როგორც თავად პროექტში ინტეგრაცია, არ იგეგმება, თუმცა მასზე დღეს ბევრს ლაპარაკობდნენ.
ევროსაბჭოს ხელმძღვანელის დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მოსკოვი „აგრესიული და შემაშინებელი ტაქტიკით“ მოქმედებს საკუთარ მეზობლებთან.
პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 2009 წელს არის ჩაშვებული და მასში უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომეთი, საქართველო და ბელორუსი მონაწილეობენ.
ტუსკის განცხადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არ არის არავის წინააღმედ მიმართული, არამედ თანამშრობლობის გაფართოვებას უწყობს ხელს.“
„რუსეთი მეტად მსუბუქი რომ იყოს, ან მეტად მომხიბვლელი, მას ალბათ, არ მოუწევდა საკუთარი დესტრუქციულობის კომპენსირება, მეზობლებისადმი აგრესიული და შემაშინებელი ტაქტიკის გამოყენებით“ – ტუსკს „ასოსეიტედ პრესი“ ციტირებს.
ანგელა მერკელის თქმით „ეს თანამშრომლობა არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ“ – ეს განცხადება მან ბუნდესტაგში, რიგაში გამგზავრებამდე გააკეთა.
ამასთანავე დაამატა, რომ რუსეთი ჯერეჯრობით „დიდ შვიდეულს ვერ შეუერთდება სანამ არ დაიწყებს საბაზისო საერთო ღირებულებების დაფასებას, მისი „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება ჩვენთვის აზრს კარგავს“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მომავალი სამიტი ივნისში რუსეთის გარეშე ჩაივლის.
სამისტის შედეგებიდან გამომდინარე, ექსპერტები რაიმე კონკრეტული დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას გამორიცხავენ.
საქართველოში, რომელმაც გასულ წელს ასოცირების ხელსეკრულებას მოაწერა ხელი, ევროპული ინტეგრაციის მოსახლეობაში მხარდაჭერა არც თუ ისე ძლიერია: ადამიანებმა, რომლებსაც ევროკავშირში შესვლის იმედი ქონდათ, იციან, რომ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება.
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რიგის სამიტზე კონკრეტულ პასუხს მიიღევს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და კავშირში გაერთიანების პერსპექტივებზე – უკრაინაა.
ამასთანავე, ანჰელა მერკელმა თქვა, რომ ევროკავშირი გაგებით ეკიდება აზერბაიჯანის, სომხეთის და ბელორუსის რუსეთისკენ სწრაფვას.

banner
წინა სტატიაშირიგის სამიტის ოფიციალური დეკლარაციის შინაარსი რამდენიმე წუთში გახმაურდება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა