ტუნისში ტერორის წინააღმდეგ მარში გაიმართა

ტუნისში ტერორის წინააღმდეგ მარში გაიმართა

ტუნისში ტერორის წინააღმდეგ მარში გაიმართაასობით ადამიანი მოვიდა ტუნისის კურორტ სუსში ტერორიზმის წინააღმდეგ მარშში მონაწილეობის მისაღებად. მარში გუშინ სიბნელის დადგომის შემდეგ გაიმართა.
დემონსტრანტებს მიჰქონდათ ანთებული სანთლები და 38 დაღუპულის ფოტოები. ზოგიერთებს ბრიტანეთის დროშა ჰქონდათ, რადგანაც დაღუპულთაგან დაახლოებით 15 ბრიტანეთსი მოქალაქე იყო.
მონაწილეები სკანდირებდნენ: «სუსი არასდროს მოკვდება».

პატარა ქალაქ სუსის სასტუმროზე თავდასხმა ორი დღის წინ მოხდა. თავდამსხმელმა იარაღი მზის ქოლგაში ჩამალული შეიტანა დასასვენებელ ზოლზე, შემდეგ კი სროლა აუტეხა დამსვენებლებს.
დაღუპულთაგან უმეტესობა ბრიტანელი და გერმანელი ტურისტია.
თავდამსხმელი 23 წლის სტუდენტი სეიფედდინ რეზგია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ თავის თავზე აიღო.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში ,,შავ ორშაბათს,, ელოდებიან…
შემდეგი სტატია500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ტაივანში აკვაპარკში ხანძრისას