ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს რაიონში, სულ პარკირების 210 ადგილი გაუქმდება. ტროტუარებზე პარკირება ეტაპობრივად, სხვა რაიონებშიც აიკრძალება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შესაბამისმა სამსახურებმა ტროტუარებზე პარკირების საკითხი შეისწავლეს, რის შედეგადაც, რამდენიმე ტროტუარზე კრიტიკული მდგომარეობა აღმოჩნდა. ავტომანქანების პარკირების შემდეგ, ტროტუარზე აღარ რჩება ადგილი ფეხით მოსიარულეთათვის, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. გამომდინარე აქედან, თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იქ, სადაც 3 მეტრზე ნაკლებია ტროტუარის სიგანე, პარკირება აიკრძალოს, რათა ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ.
ამასთან, თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დაინტერესებული ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც ააშენებენ ქალაქში მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს, რათა ტროტუარებზე ეტაპობრივად პარკირების შეზღუდვამ მძღოლებს დისკომფორტი არ შეუქმნას.
თბილისის მერია ტროტუარებზე გასაუქმებელი ადგილების სიასაც აქვეყნებს:
#1; რეზო თაბუკაშვილის ქუჩა #1 – 45 გრადუსი – 15 ადგილი
#4; ანა კალანდაძეს ქუჩა #7ა – პარალელი – 1 ადგილი
#8; სიმონ კანდელაკის  ქუჩა #8 – პარალელი – 11 ადგილი
#9; პეტრე მელიქიშვილი ქუჩა #25, #23, #21, #19 – პარალელი – 5 ადგილი
#10; ილია ჭავჭავაძის გამზირი #7-9 – პარალელი – 11 ადგილი
#11; ილია ჭავჭავაძის გამზირი #13 – პარალელი – 11 ადგილი
#12; ილია ჭავჭავაძის გამზირი #21 – პარალელი – 5 ადგილი
#27; ილია ჭავჭავაძის გამზირი #52 – პარალელი – 5 ადგილი
#28; ილია ჭავჭავაძის გამზირი #50 – პარალელი – 10 ადგილი
#40; ირაკლი აბაშიძის ქუჩა #49-#53 – პარალელი – 20 ადგილი
#41; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა #15 – პარალელი – 3 ადგილი
#78 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #29ა – პარალელი – 18 ადგილი
#82; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #19 – 45 გრადუსი – 7 ადგილი
#83; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #19 – პარალელი – 18 ადგილი
#84; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #17 – 45 გრადუსი – 6 ადგილი
#86; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #3 – პარალელი – 7 ადგილი
#89; ჟიული შარტავას ქუჩა #22-30 – პარალელი – 20 ადგილი
#94 მერაბ კოსტავას ქუჩა #74 #75 – პარალელი – 17 ადგილი
#95 მერაბ კოსტავას ქუჩა #77 პარალელი – 20 ადგილი.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძემ მერიის სამსახურის უფროსებს ანგარიშის შინაარსი დაუწუნა, ხოლო მერი ირაკლი გოგოხია ნეპოტიზმში დაადანაშაულა
შემდეგი სტატია“სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” დაპატიმრებული წევრები განცხადებას ავრცელებენ