ტრეფიკინგში ბრალდებულ ყირგიზეთის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტრეფიკინგში ბრალდებულ ყირგიზეთის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით,  ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანით ვაჭრობისთვის ბრალდებულის, ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნასიბახონ აბდულლაევას საქმის არსებითი განხილვა დაასრულა.
ნასიბახონ აბდულლაევას ბრალი ედებოდა ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, მათ შორის არასრულწლოვანის უ.ა.-ს მიმართ ტრეფიკინგის განხორციელებაში.
პროკურატურის ცნობით, მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს ს.ს.კ-ის 143 2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით და საქართველოს ს.ს.კ-ის 143 1 მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით.
“ნ. აბდულლაევამ 2013 წლის აპრილში, მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების დაპირებით, ყირგიზეთიდან ქ.ბათუმში ჩამოიყვანა არასრულწლოვანი უ.ა, რომელსაც ჩამოართვა პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით და ძალადობით ახორციელებდა დაზარალებულის სექსუალურ ექსპლუატაციას”, – აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ცნობით, 2015 წლის 31 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ნასიბახონ აბდულლაევა მთლიანად ცნო დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფირცხალავა: ან დამიბარონ და დამკითხონ, ან დამიჭირონ
შემდეგი სტატიასომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტზე მდგომარეობა გამწვავდა