ტრამპი: ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის

ტრამპმა Fox News-ის დებატებზე ჟურნალისტის გამო უარი თქვა

აშშ-ს ეპრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის დონალდ ტრამპის თქმით, ყველა ბავშვი, რომელთა მშობლები დოკუმენტების გარეშე არიან აშშ-ში, უნდა გაადეპორტონ – ამის შესახებ მან ბილ ო’რაილის შოუში ილაპარაკა.
“არა მგონია, მათ ამერიკული მოქალაქეობა ჰქონდეთ. ზოგი იურისტის თქმით, ეს ასე, ზოგის თქმით, ეს ასე არ არის. ჩვენ საკუთარი ქვეყანა უკან უნდა დავიბრუნოთ. ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის” – განაცხადა ტრამპმა.

პოლიტიკოსის სამომავლო გეგმით, ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც არა აქვთ დოკუმენტები, უნდა ჩამოერთვათ აშშ-ს მოქალაქეობა, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა.
გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი სასამართლოს მიმართავს, რომ ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში.
აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, აშშ-ს მოქალაქეობა დაბადებისთანავე ენიჭებათ აშშ-ში დაბადებულებს.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა სიკვდილის წინ ითხოვა, რომ კლინტონს ხმა არ მისცენ
შემდეგი სტატიაეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა