ტრამპი მზად არის საპრეზიდენტო კომპანიაში მილიარდი დოლარი დახარჯოს

მედიისთვის საყვარელი დონალდ ტრამპი

ტრამპმა კონკურენტს "იდიოტი" უწოდაბიზნესმენი დონალდ ტრამპი ერთ-ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატია რესპუბლიკური პარტიიდან. მან განაცხადა, რომ მზად არის საკუთარი საარჩევნო კომპანიის ფარგლებში მილიარდი დოლარი დახარჯოს, თუკი ამის აუცილებლობა იქნება.
“ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე წელიწადში 400 ათას დოლარს გამოვიმუშავებ და რა მნიშვნელობა აქვს? ის, რაც მე მინდა არის – ჩვენი ქვეყანა დიდი გავხადო” – განაცხადა მილიარდელმა ჟურნალისტებან საუბარში შტატ აიოვაში.
როგორც CNN აღნიშნავს, მილიარდელს, რომლის პირადი ქონება მისივე მტკიცებით 10 მილიარდია, არ სჭირდება დაარწმუნოს სპონსორები და ლობისტები ფულის მოზიდვაში ან საკუთარ პროგრამაში.
მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კომპანიის ფარგლებში ერთ-ერთ პირად შემოწირულობაზე, რომელიც 5 მილიონით განისაზღვრებოდა, უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკოსში საკრუიზო გემმა მიგრანტების მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიარუსეთში უკვე 600 ტონა პროდუქტი გაანადგურეს