ტრამპის სიძულვილის რიტორიკა

მედიისთვის საყვარელი დონალდ ტრამპი

trampiაშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა იმის გამო, რომ მან ერთ-ერთ თავის მომხრეს არ შეუსწორა რეპლიკა, რომლის დროსაც მან ბარაკ ობამას “მუსლიმი” და “თან არა ამერიკელი” უწოდა.
ტრამპის მზარდამჭერი აქციისას, რომელიც ნიუ-გემპშირში ტარდებოდა, მისმა მხარდამჭერმა განაცხადა: “ჩვენს ქვეყანაში არის პრობლემა და მას მუსლიმები ქვია”, რომლის მერეც მან პრეზიდენტზე გააკეთა მინიშნება. მილიარდელმა პასუხად გაიცინა.

ექს-გენერალურმა მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც საპრეზიდენტო არცევნებზე დემოკრატებოდან მთავარ კანდიდატად ითვლება, თქვა, რომ ტრამპის უუნარობა, სიძულვილის რიტორიკა განსაჯოს, საგანგაშოა. “ჩვენს ქვეყანაში პრობლემაა” – თქვა კლინტონმა.

“გვჭირდება კი ამ საკითხის განხილვა?” – სიცილით უპასუხა ტრამპმა გამომსვლელს, რომელმაც თავისი სიტყვა ასე დაასრულა: “ყველა ვარიანტში, ჩვენთან იზრდება სასწავლო ბანაკების რიცხვი, სადაც მათ ჩვენი დახოცვა სურთ. შეგვიძლია თუ არა მათგან თავის დაღწევა?”
ტრამპს არ უთქვამს, რომ ობამა ქრისტიანია, მხოლოდ დაამატა: “ამ გაგებით ყველაფერი საკმარისად ცუდად არის” და პირობა დადო, რომ საკითხს დაუბრუნდებოდა.

ტრამპის რეაქციამ სოციალურ ქსელებში დიდი ხმაური გამოიწვია. მათ პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, ტრამპის რასიზმს საზღვრები არა აქვს.
მილიარდელის საარჩევნო კომპანიის ხელმძღვანელმა კორი ლავანდოვსკიმ განაცხადა, რომ ტრამპმა ბანაკებზე მხოლოდ ნაწილი გაიგო და არა სრული წინადადება. “ჟურნალისტები ობამაზე წინადადების გაბუქებას ცდილობენ, თუმცა, სინამდვილეში მთავარია ის, რომ ობამამ დაიწყო ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში” – განაცხადა ლავანდოსკიმ Washington Post-თან საუბარში.
ინციდენტმა ბევრს 2008 წლის საარჩევნო კომპანია გაახსენა, როცა ერთმა ქალბატონმა ჯონ მაკკეინს კითხა, შეიძლება თუ არა ობამას ენდონ, მაშინ, როცა ის არის არაბი. მაშინ მაკკეინმა ქალს მიკროფონი წაართვა.
ბარაკ ობამამ არა ერთხელ განაცხადა, რომ ის ქრისტიანია. მისი მამა კენიელი იყო, დედა კი ამერიკელი. ობამა ჰავაიზე დაიბადა.

banner
წინა სტატიაშირუს ჯარისკაცებს სირიაში უშვებენ
შემდეგი სტატიაკრიზისი: ხორვატიამ სერბეთის გზა გადაკეტა