“ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა,”- ზურაბ აბაშიძე გატაცების ფაქტებზე

abashidzeპრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში რუსი ოკუპანტების მიერ გია სოლოშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგია.

“ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. იმ ფაქტმა, რომ რუსეთი ამ საოკუპაციო ხაზს სახელმწიფო საზღვრად თვლის, ეს არის ძალიან მწარე, მძიმე რეალობა, რაც შეეხება ჩვენს ევროპულ პროექტს, ძალიან ეფექტურად, ოსტატურად ვახორციელებთ, ისე, რომ ზედმეტად სახიფათო კონფრონტაციაში რუსეთთან არ შევდივართ, ამას ხედავენ დასავლეთშიც, ჩვენშიც და ოპონენტებიც,”-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს საკითხი ერგნეთში გამართულ შეხვედრაზეც იქნება განხილული, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.

42 წლის გია სოლოშვილი რუსმა ოკუპანტებმა ორი დღის წინ გრემისხევის თემის სოფელ ქარქუსაანის სასაფლაოდან წაიყვანეს. ის დუშეთის რაიონში სიდედრის პანაშვიდზე იყო ჩასული.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა– რა მოხდა გამთენიისას ჩხოროწყუში
შემდეგი სტატიასპორტის სამინისტრო რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებს მოაწყობს