ტრაგედია წნორში- ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

policia

ორი დღის წინ წნორში დედამ ჩვილი გაგუდა. არსებული ინფომაციით, შემთხვევას წინ ცოლ-ქმრის დაპირისპირება უძღოდა. როგორც ცნობილია, ორსული ქალი მეუღლემ სასტიკად სცემა, რის შემდეგაც მას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ამის შემდეგ ქალმა ბავშვის თავიდან მოშორება გადაწყვიტა, გაგუდა და გადააგდო.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ბავშვის გარდაცვალების ფაქტეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: რაც შეიძლება უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ ის როლი, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ რეგიონში
შემდეგი სტატია“ადამიანი, რომელსაც ჰქონდა და აქვს პოლიტიკური სტატუსი ან წონა, ასეთი ადამიანის გასამართლება აპრიორი პოლიტიკური პატიმრობა არ არის”