ტრაგედია გუდაუთაში+ფოტო

ტრაგედია გუდაუთაში

ტრაგედია გუდაუთაშიგუდაუთის რაიონში, რუსი ტურისტებით სავსე ავტომობილი მდინარე ბზიფის ხეობაში გადავარდა. ავტოავარია 22 ივლისს საღამოს 9 საათზე მოხდა.

ტურისტები რიწის ტბიდან მოდიოდნენ, როდესაც ავტომანქანა აღნიშნული ტრასის მე-18 კილომეტრზე კლდეს შეეჯახა და 20 მეტრიანი სიმაღლიდან გადავარდა. 6 ადამიანი, მათ შორის ერთი აფხაზეთის მაცხოვრებელი, მრავლობითი დაზიანებებით გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4 წლის გოგონა კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

გავრცელებული ვერსიით ის მანქანიდან მდინარეში გადავარდა და წყალმა წაიღო. ამ დროისთვის მაშველები მცირეწლოვანის სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.

ტრაგედია გუდაუთაში ტრაგედია გუდაუთაში

https://youtu.be/6U-1p4tgB5I

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატია„ელექტროენერგიის ტარიფი 3.48 თეთრით გაძვირდა, ეს ნაკლებია, ვიდრე თავის დროზე შემცირდა“