ტონი ბლერი საქართველოს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლერი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ტონი ბლერის მეუღლის, ცნობილი ბრიტანული იურიდიული კომპანია “Omnia Strategy”-ის ხელმძღვანელის, ჩერი ბლერის შეხვედრაზე აღინიშნა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჩერი ბლერს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა საუბარი არაოფიციალურ გარემოში, ადმინისტრაციის ვერანდაზე განაგრძეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
ჩერი ბლერი საქართველოში პირველად იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ნაწილს 15 ოქტომბერს გაზმომარაგება შეუწყდება
შემდეგი სტატიამოსკოვში ხანძარი ჩააქრეს