“ტიტანიკის” მენიუ 88 ათას დოლარად გაიყიდა

"ტიტანიკის" მენიუ 88 ათას დოლარად გაიყიდაბრიტანული გემის “ტიტანიკი” უკანასკნელი სადილის მენიუ 88 ათას დოლარად გაიყიდა – ამის შესახებ ინფორმაციას სიენენი ავრცელებს. გაყიდვა ინტერნეტ-აუქციონ Lion Heart Autographs-ზე მოხდა.

მენიუში გემის მგზავრებს სთავაზობდნენ თევზს, საქონლის ხორცს, ღორის ენას და კარტოფილს, ასევე ვაშლის ნეზეს და ყველის 8 სახეობას.
მსოფლიოში მენიუს მხოლოდ სამი ორიგინალი არსებობს.
“ტიტანიკი” 1912 წლის 15 აპრილს ატლანტიკის ოკეანეში ჩაიძირა. 2 200 ადამიანიდან, რომლებიც გემზე იმყოფებოდნენ, მხოლოდ 712 გადარჩა.

banner
წინა სტატიაშიერაყმა მოსკოვს ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა
შემდეგი სტატიაყოველი ახალი წიგნი სასიხარულო და იმავდროულად საშიშიც გახდა