ტეხასში ბაიკერებმა ათი ადამიანი ჩაცხრილეს

კონფლიქტი ბარ „ტვინ პიკსთან“ მოხდა. რესტორანში დაახლოებით 150-200 ბაიკერი იყო შეკრებილი სხვადასხვა დაჯგუფებიდან.
ქალაქ უეიკოში, ბაიკ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლისას 18 ადანიანი დაიჭრა, ცნობას დღეს ამერიკული მედია ავრცელებს. ინციდენტი 17 მაისს მოხდა. პოლიციის მონაცემებით, კონფლიქტის მიზეზი პარკირების ადგილი გახდა. რესტორნის გვერდით ოჯახური ტიპის რამდენიმე რესტორანი არსებობს, სადაც დაპირისპირების მომენტში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ისინი და შემთხვევითი გამვლელები კონფლიქტისას არ დაზარალებულან.
სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია დაპირისპირებული ჯგუფების შეხვედრის შესახებ და ისინი რესტორანში იმყოფებოდნენ. ამიტომაც პოლიციის მხრიდან პრაქტიკულად მაშინათვე მოხდა ჩარევა.
ბარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შოკირებული არიან მომხდარის გამო და დაღუპულების და დაზარალებულების ოჯახებს მიუსამძიმრეს.
პოლიცია ბარის მეპატრონეებს ირიბ დამნაშავედ ცნობს, რაც პოლიციისთვის წინასწარ შეხვედრის შეუტყობინებლობაში გამოიხატება.

banner
წინა სტატიაშიახალი მსოფლიო სკანდალი -ვიკილიქსი: ბრიტანეთი ატომური კატარსტროფის ზღვარზეა
შემდეგი სტატიანატო დარწმუნებული არ არის რუსეთის მზაობაში