ტელეკომპანია „მაესტრო“განცხადებას ავრცელებს

„მაესტრო“

ტელეკომპანია „მაესტრო“ “რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მაესტრო“ "რუსთავი 2“-თან დაკავშირებული მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს “იმის მიუხედავად, რომ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა, პრინციპები და ამოცანები მკვეთრად განსხვავებულია, ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია სახელმწიფოს ჩარევა კერძო მედია-საშუალების საქმიანობაში. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს მონაწილეობა კერძო პირებს შორის არსებულ სამოქალაქო დავაში და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო პროცესი წარიმართება ობიექტურად და მიუკერძოებლად. ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ წინა ხელისუფლება წლების მანძილზე მიზანმიმართულად ახორციელებდა ზეწოლას და ხელს უშლიდა „მაესტროს“ საქმიანობას როგორც მუქარების, შანტაჟის და შეიარაღებული თავდასხმის ფორმით, ასევე „სამართლებრივი“ ბერკეტების ამოქმედებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „მაესტრო“ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე. ‘’ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივიდეო–მოსკოვში ნავთობის მილებს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიადმირტი მედოევმა სტივენ სიგალი სამხრეთ ოსეთში დაპატიჟა