ტატუ სხეულზე – აგრესიის ნიშანი

ტატუ სხეულზე - აგრესიის ნიშანი

ტატუ სხეულზე - აგრესიის ნიშანიბრიტანელმა მეცნიერებმა რესკინას უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ადამიანები, რომელთაც ტატუ აქვთ, უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე ისინი,რომელთაც არა აქვთ ნახატები ტანზე. გამოკვლევის შედეგები The Independent-მა გამოაქვეყნა.

კვლევებში 20-დან 59 წლამდე 378 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან მეოთხედზე მეტს 25,7%-ს ტატუ ჰქონდა. ამასთანავე, მათ ვერბალური აგრესიის უფრო მაღალი დონე დაუდგინდათ არატატუირებულებთან შედარებით. სპეციალისტებმა ასევე დაასკვნებს, რომ რაც უფრო მეტი ტატუ აქვს ადამიანს ტანზე, მით მეტად მტრულად არის განწყოფილი გარესამყაროსადმი.
“შედეგების ერთ-ერთი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ რეაქციული აჯანყების მაღალი დონის მქონე ადამიანები, როცა იმედგაცრუებულები არიან, ისინი საპასუხოდ ტატუს იხატავენ” – განაცხადა გამოკვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა ვერენ სვამმა.მან ასევე არნიშნა, რომ ნახატებს შეუძლიათ ახსნან ზოგიერთი ადამიანის მოქმედებებიც.
2012 წელს დადგინდა, რომ დაახლოებით 1,5 მილიონი ბრიტანელი ყოველწლიურად იკეთებს ტატუს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:”კოხტა კოდუას კოორდინატები და ტელეფონის ნომერი პირადად გადავეცი სუსის მაღალჩინოსანს”
შემდეგი სტატია,,თინა, წადი… უკანმოუხედავად გაგვეცალე!,,