ტარიფის კორექტირების მიზნით, თბოელექტროსადგურებმა სემეკ-ს მიმართეს

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების მიზნით თბოელექტორსადგურებმა სემეკ-ს მიმართეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაში შემოსული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, შპს “მტკვარი ენერგეტიკასა” და შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
სემეკ-ის ინფორმაციით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე კომისიაში წარმოსადგენი მოსაზრებების ბოლო ვადად 2015 წლის 29 მაისი განისაზღვრა. კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2015 წლის 10 სექტემბერი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით აპრილში “ენერგო-პრო ჯორჯიამაც” მიმართა. ტარიფის საკითხი ამ შემთხვევაშიც 10 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს კონსტიტუცია არის გაუპატიურებული“
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე წარუდგინა