ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა და სამსახურის თანამშრომლებმა, გმირთა მოედანზე ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გმირთა მოედანზე ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის წევრები, თადარიგის პოლკოვნიკი, ოჩამჩირის შტაბის ყოფილი უფროსი დოდო გუგეშაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, ტამიშის ბრძოლის მონაწილეები და სხვა პირები იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის კაპელანმა დეკანოზმა მიქაელ კირკიტაძემ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. გმირთა მემორიალთან ისმოდა საგალობლები და ხალხური სიმღერები, რომელიც ომისა და შეიაღებული ძალების ვეტერანების ანსამბლ “მშვიდობის” წევრებმა შეასრულეს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის ღია წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს