ტაილანდის პოლიცია: ტერაქტი დაახლოებით 10-მა ადამიანმა მოაწყო

ტაილანდის პოლიციამ განაცხადა, რომ ბანკოკში აფეთქების ორგანიზატორი დაახლოებით 10 ადამიანი იყო.
როგორც ტაილანდის პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს აცნობა, აფეთქება დიდმა ბანდამ დაგეგმა, მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ მინიმუმ 10 ადამიანთან მაინც აქვთ საქმე.
პოლიციის მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სხვადასხვა ადამიანის მიერ იყო დამზადებული. გარდა ამისა, ბანდაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს თვალყურს ადევნებდა. ეჭვმიტანილები ჯერჯერობით დადგენილი არ არიან, თუმცა, პოლიციას ერთ-ერთი მათგანის ფოტო უკვე აქვს.
აფეთქება 17 აგვისტოს მოხდა. ყვითელ მაისურიანმა მამაკაცმა ეკლესიაში ზურგჩანთა დატოვა, რომელშიც, როგორც შემდეგ გაირკვა, ბომბი იყო ჩადებული. აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
აფეთქების მეორე დღეს უცნობებმა ხელახლა სცადეს აფეთქება, მაგრამ ბომბი წყალში ჩაუვარდათ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს
შემდეგი სტატიამგზავრმა გადაიღო როგორ დაეცა მეხი თვითმფრინავს