ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს

გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დააკავეს. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან რუსთავი 2-ის ჟურნალისტი იუწყება. დაკავებულები აქციაში მონაწილეობდნენ, რომელსაც ორგანიზაცია ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის მართავდა. სამივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

ისინი გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქციაზე ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და პლაკატების გაკვრა აუკრძალეს.

ორგანიზაციის ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის წარმომადგენლებმა გაზპრომთან მოლაპარაკება ჯერ მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტეს, შემდეგ კი ოპერასთან გადაინაცვლეს. ისინი თბილისის სხვადასხვა უბანში საპროტესტო პლაკატების გაკვრას გეგმავდნენ. მათი თქმით, გაზპრომთან ურთიერთობა სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი მოსწავლეების ჩაჭრის მაჩვენებელი არის კატასტროფული”
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებაზე განცხადებები პარლამენტშიც გაკეთდა