სხვადასხვა პუტინის სხვადასხვანაირი ყურები

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ორეულებზე სხვადასხვა ქვეყნის მედია დიდი ხანია საუბრობს, თუმცა რეალურად ამის დამამტკიცებელი საბუთი ჯერ არც ერთ მედიასაშუალებას არ გამოუქვეყნებია…

პირველი მეტნაკლებად ხელჩასაჭიდი საბუთი იმისა, რომ პუტინს ორეულები ჰყავს, გამოაქვეყნა რუსმა ოპოციციონერმა ჟურნალისტმა  ოლეგ კაშინმა, რომელმაც პუტინი ერთდროულად ორ ადგილზე დააფიქსირა…

მაშინ, როცა ერთი პუტინი კრემლში საზოგადოებრივი პალატის წევრებთან ამ ორგანიზაციის 10 წლის იუბილეს აღნიშნავდა და ამ მოვლენას პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ, მეორე პუტინი 4 ათასი კილომეტრის მოშორებით, ალტაის მხარეში მდებარე საპრეზიდენტო აგარაკზე ისვენებდა… რისი დამამტკიცებელი ფოტოები და მოწმეთა განცხადებები ჟურნალისტმა მოიპოვა. კაშინსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეორე პუტინს ორიოდე დღით ადრე ,,გორნო-ალტაისკის,, აეროპორტში კორტეჟის 5 მანქანა და ათეულობით ადამიანი დახვდა.

საინტერესო დაკვირვება განახორციელა პუტინის გარეგნობაზე პოლონურმა მედიამ, საიტმა ,,niezalezna.pl,, რომელმაც სხვადასხვა ადგილზე გადაღებული პუტინის ფოტოებზე, მისი ყურების ფორმაზე, კერძოდ კი მარჯვენა ყურზე გააკეთა აქცენტი… აღმოჩნდა, რომ პუტინს სამ სხვადასხვა ფოტოზე, სულ სხვადასხვანაირი ყურები აქვს.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიკადიროვის კორტეჟმა ქალს გადაუარა…
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:სოფელ მე-2 ოტობაიას მთვრალი გამგებელი სოფლის ცენტრში წევს ამ წუთებში