სუს–ში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება, რომელიც სავარაუდოდ უკრაინულ ვებ–გვერდზე გავრცელებულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს შეეხება.

ბრიფინგი ე.წ. მოდულის შენობაში 11:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, უკრაინულმა ვებ–გვერდმა uareview.in.ua–მ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე ექს–პრეზიდენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც საუბარი “რუსთავი 2″–ის გარშემო მიმდინარე პროცესებსა და ამ ფონზე რევოლუციური სცენარის განვითარებას შეეხება.
მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის შინაარსი არამხოლოდ რევოლუციურ სცენარს, არამედ “ცხვირ–პირის დამტვრევასა და იარაღის გასროლასაც შეეხება”.
banner
წინა სტატიაშიმოპარულ მილიარდს მოლდოვის მეორე მთავრობაც გადაჰყვა…
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელ სენატორებს შეხვდა