სუსმა გავრცელებულ აუდიო-მასალებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა

საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ

სპეციალური უსაფრთხოების სამსახურში პეციალური ბრიფინგი გაიმართა.  სუს-ის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით მედიაში გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას აუდი-ჩანაწერზე გამოძიება უკვე დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს.

ლევან იზორიას თქმით დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აუდიო მასალაში საუბრობს და ყველა ვისაც შეუძლია დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას საქმეზე.  დახმარებისთვის საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა უკვე მიმართეს უკრაინის სახელმწიფოს. ასევე მიმდინარეობს   აუდიო მასალის წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავგეგმეთ შესაბამისი  პრევენციული ღონისძიებებიც”- განაცხადა იზორია.

ლევან იზორიამ ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს