სუპერთასის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ქართველი და უცხოელი გულშემატკივრები ცალ-ცალკე შეიძენენ

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, UEFA ბილეთების გაყიდვას მაშინ აუნთებს მწვანე შუქს, როდესაც კომუნიკაციების სტრატეგიას მიიღებს.

UEFA-მ ფეხბურთის ფედერაციას ცოტა ხნის წინ წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ხვალ საქართველოს დროით 12:00 საათზე UEFA-ს მიღებული უნდა ჰქონდეს ფეხბურთის ფედერაციისგან კომუნიკაციის გაწერილი სტრატეგია. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესამსახურში აცხადებენ, კომუნიკაციის სტრატეგია ორ ფაზას მოიცავს.

“პირველი ფაზა გულისხმობს იმას, რომ ქართული კვოტა, 24 ათასი ბილეთი, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვისაა განკუთვნილი, გაიყიდოს საქართველოში, სავარაუდოდ ისევ biletebi.ge-ზე. რაც შეეხება უცხოელ გულშემატკივრებს, UEFA აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ მიიღებს. კომუნიკაციის სტრატეგიაში აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი რისკ ფაქტორები. როცა UEFA მიიღებს ამ კომუნიკაციის სტრატეგიას, მაშინ აუნთებს მწვანე შუქს ბილეთების გაყიდვას”, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ამასთან, სანამ UEFA გადაწყვეტილებას არ მიიღებს, biletebi.ge-ზე ბარსელონასა და სევილიას შორის UEFA-ს სუპერთსის მატჩზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება.

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობა სოჭში – ვიდეო კადრები
შემდეგი სტატია“არ მაინტერესებს სხვა ქვეყნები, პირველ რიგში ბილეთები ჩვენმა გულშემატკივარმა უნდა მიიღოს”