სუპერთასის თამაშის ბილეთების ონლაინ გაყიდვები 21.30 საათზე დასრულდება

სუპერთასის თამაშის ბილეთების ონლაინ გაყიდვები 21.30 საათზე დასრულდება.

ამის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა biletebi.ge-ს საიტზე ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ბილეთის გაყიდვა მოხერხდა. სუპერთასის თამაშზე ბილეთების გაყიდვა მთელი დღეა, ხარვეზებით მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ biletebi.ge ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერდა, რომ ჯერჯერობით გაყიდულია 1500 ბილეთი, 143 00 მომხმარებელია რიგში.

“პრობლემა ფიქსირდება რიგის მენეჯმენტ კომპანიას და ჩვენს შორის. სისტემა მომხმარებლების ნაკადს უმკლავდება, თუმცა რიგის სისტემასთან კავშირში კვლავ შეფერხებებია,” – წერია განცხადებაში.

biletebi.ge მომხმარებელს იმასაც ატყობინებს, რომ დარჩენილ ბილეთებს შორის ყველა კატეგორიის ბილეთებია.

banner
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა
შემდეგი სტატიაფეხბურთის ფედერაციასთან მისულ რამდენიმე უბილეთო გულშემატკივარს რევაზ არველაძე შეხვდა