სუპერთასის ბილეთები შესაძლოა სალაროებშიც გაიყიდოს

დღეს უნდა გაირკვეს საბოლოოდ სად და როგორ გაიყიდება სუპერთასის ბილეთები. პრობლემის მოსაგვარებლად უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ biletebi.ge-სთვის მიცემული 48 საათიანი ვადა საღამოს 17:30 იწურება. როგორც კომპანიაში ამბობენ, სპეციალისტები ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებაზე ამ დრომდე მუშაობენ.

იმ შემთხვევაში თუ biletebi.ge ტექნიკური პრობლემას ვერ აღმოფხვრის, ამოქმედდება ალტერნატიული გეგმა. ფეხბურთის ფედერაციაში არ გამორიცხავენ, რომ ბილეთები სალაროებშიც გაიყიდოს, ასეთ შემთხვევაში კი გამოყოფილი ბილეთების რაოდენობის მინიმუმ 80 % ქართველი გულშემატკივრებისთვის იქნება განკუთვნილი.

banner
წინა სტატიაშიდაკარგული სამი ადამიანის მოსაძებნად მაშველებმა მტკვრის შემოწმება დაიწყეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩემი ხელფასი ოდესაში დანიშვნამდე, დაახლოებით 200 000 დოლარს შეადგენდა