სუპერთასის ბილეთები მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 12 ივლისს 09:00 საათიდან გაიყიდება

ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს

უეფა-ს სუპერთასის ბილეთები 12 ივლისს 09:00 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ დღეს განაცხადა.
“რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა პრობლემები ელექტრობილეთებთან დაკავშირებით. მაშინ ფედერაციამ თავისთავზე აიღო ყველა გადაწყვეტილება – ბილეთების დამზადება, მათი რეალიზება და სხვა. ჩვენ გულშემატკივრებს დავპირდით, რომ აუცილებლად რამდენიმე დღით ადრე შეგატყობინებდით დროს და ადგილს, თუ სად იქნება ბილეთები გაყიდული. დღეს თამამად მინდა გითხრათ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შსს-სთან, მერიასთან ერთად გავიარეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა უეფა-ს. დღეს შეგვიძლია გითხრათ, რომ 12 ივლისს, კვირას, 09:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება ბილეთები”, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, კვირა დღე დასვენებაა და სურთ, რომ ყველა ადამიანი თანაბარ პირობებში იყოს.

banner
წინა სტატიაშიკუდამოძუებული ხალხი და მოგულავე ხელისუფლება
შემდეგი სტატიასუპერთასის ბილეთების გაყიდვისას სალაროები სავარაუდოდ, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ