სუპერთასის ბილეთების გაყიდვის გამო, ელექტროენერგია დღეს თბილისის არც ერთ რაიონს არ შეეზღუდება

ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არც ერთ რაიონს არ შეეზღუდება, – ამის შესახებ სააქციო საზოგადოება “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უეფა-ს სუპერთასის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით კომპანიამ დღევანდელი გეგმური სარემონტო სამუშაოები გადადო.
“სს “თელასმა” გაითვალისწინა საზოგადოების მაღალი ინტერესი უეფა-ს სუპერთასის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით. კომპანიამ გადადო დღევანდელი გეგმური სარემონტო სამუშაოები და აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არც ერთ რაიონს არ შეეზღუდება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტზე დასკვნას მოამზადებს
შემდეგი სტატიამომხმარებლების თქმით, biletebi.ge-ს კვლავ ხარვეზები აქვს