სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თარიღი ორშაბათს გახდება ცნობილი

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, ზვიად სიჭინავა, ორშაბათს ბილეთების გაყიდვის ზუსტ დროს გამოაცხადებს.

ამის შესახებ მან დღეს კურიერთან ისაუბრა და არსებული ვითარების დეტალებიც განმარტა.

სიჭინავას განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციას აქვს ბილეთების ინტერნეტით გაყიდვის ძვირადღირებული პროგრამა, რომელშიც 60 ათასი დოლარი გადაიხადა და გერმანიის თამაშზე გატესტა. მათ სთხოვეს უეფას, მიეცათ მათთვის ბილეთების გაყიდვის საშუალება, თუმცა უეფამ Biletebi.ge 6-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე არჩევანი მათზე შეაჩერა.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, ამ გადაწყვეტილებაში მთავარი როლი უეფას მიერ საქართველოში მყოფმა წარმომადგენელმა ითამაშა. თუმცა, სიჭინავა ამ პირის გვარის დასახელებისგან თავს იკავებს.

ზვიად სიჭინავა ხელისუფლების ბრალდებებსაც პასუხობს, რომლებმაც ის ქვეყანაში ტურისტების შემოყვანის დაბლოკვაში დააადანაშაულეს, როცა საქართველოსთვის ბილეთების 80%-იანი წილი მოითხოვა. სიჭინავა განმარტავს, რომ მას ეჭვი ეპარება, თბილისმა შეძლოს ერთდროულად 15 ათასი ვიზიტორის მასპინძლობა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ვერტმფრენის კატასტროფას 3 ადამიანი შეწირა
შემდეგი სტატიასააკაშვილის ,,შუსტერ LIVE,, (VIDEO)