სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 13 საათიდან დაიწყება

biletebi.ge უეფას სუპერ თასის ბილეთების გაყიდვას დღეიდან დაიწყებს.

საიტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობა დასრულებულია და ვებგვერდი მუშაობის განახლებას 13 საათიდან გეგმავს.

biletebi.ge – ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი განმარტავს, რომ ახალი აპარატურის დამონტაჟების შემდეგ, სისტემამ შიდა ტესტირება გაირა და ამ დროისთვის ყველა პრობლემა მოგვარებულია.

ვებგვერდმა მუშაობა გუშინ შეწყვიტა და ამის მიზეზად ტექნიკური ხარვეზის არსებობა და მომხმარებელთა მაღალი აქტივობა დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, თბილისში, “დინამო არენაზე” 22:45 საათზე “ბარსელონა” “სევილიას” დაუპირისპირდება.

banner
წინა სტატიაშიმინისტრთა კაბინეტი სტიქიით მიყენებულ ზარალზე მსჯელობს
შემდეგი სტატია140 მილიონი ლარით მცირდება ქვეყნის ბიუჯეტი