“სულელურ საიტზე გამოქვეყნებულ ნაჯღაპნზე საქმის აღძვრა არასერიოზულია”, – გივი თარგამაძე

targamaze315-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე განმარტებები ნაციონალური მოძრაობაში გაკეთდა. ოპოზიციაში ამბობენ რომ ქვეყანაში მოვლენები რუსული სცენარით ვითარდება და ითხოვენ დადგინდეს როგორ მოხდა ჩანაწერების მოპოვება. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეუძლებელია ასეთ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე სერიოზულად საუბარი დაუშვებლად მიაჩნიათ.

„რუსეთის ტერიტორიაზე არსებული, ვითომ უკრაინული, სულელური საიტზე აიტვირთა რაღაც ფელეტონი. იმ ნაჯღაპნს სხვა სახელს უბრალოდ ვერ დაარქმევ. ამაზე აღიძრა საქმე. ამერიკის შტატების ელჩის ეჭვი და პოზიცია, რომელზეც მან გუშინ ისაუბრა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ არსებობს კანონიერი საფუძველი ამ ჩანაწერების გაკეთებისა ისინი მტკიცებულებად ვერანაირად ვერ იქცევა,“ – განცხადა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: “საგარეჯოს მე-5 უბანზე კომისიის წევრს ტრუსიდან ამოუღეს 50 ბიულეტენი”
შემდეგი სტატია“საგარეჯოს ყოფილი გამგებელი მოსახლეობას დაკავებით აშინებს თუ 41–ს არ შემოხაზავენ”