სუბარი: საბოლოო სურათი, ალბათ, დღის ბოლოს გვექნება

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, სტიქიით მიყენებულ ზარალზე კონკრეტულად საუბარი ჯერ ძნელია.

მინისტრის თქმით, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზები, რის შედეგადაც ზარალის რაოდენობა განისაზღვრება.
„უკვე შესწავლილია სვანიძის ქუჩაზე 36 ოჯახი. თბილისის სხვადასხვა ნაწილში, სრულად 58 ოჯახი აღვწერეთ. დღეს მიდის ახალდაბის მიმდებარე სოფლების შესწავლა. საბოლოო სურათი, ალბათ, დღის ბოლოს გვექნება. კონკრეტულ ზარალზე საუბარი ჯერ ძნელია. აქ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზები, რომელსაც სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიურო ჩაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება თქმა, კონკრეტულად რამდენმა ადამიანმა რა ზარალი განიცადა. პირველი ამოცანაა, უბინაოდ დარჩენილებმა, რაც შეიძლება მალე, მიიღონ ბინები“, – განაცხადა სუბარმა.
banner
წინა სტატიაში„ინფექციების გავრცელების საფრთხე არ არსებობს და პრევენციული ღონისძიებები 2 ეტაპად მიმდინარეობს“
შემდეგი სტატიავერტმფრენი „სუპერ პუმა“ შსს-ს გადაეცემა