სტრასბურგმა საქართველოს საპასუხოდ რუსებს 9 ოქტომბრამდე მისცა ვადა

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს პოზიციაზე არგუმენტების წარდგენისათვის ვადად 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა… ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
2015 წლის 8 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად დაუდასტურა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) საქმეზე მიმდინარე წლის 2 ივლისს ქართული მხარის მიერ წარდგენილი კომპენსაციის მოთხოვნის ამსახველი დოკუმენტის მიღება.
როგორც სასამართლოს წერილიდან ირკვევა, საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი კომენტარებისათვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 8 ივლისს გადაუგზავნა სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს პოზიციაზე შეპასუხების ვადად ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მტერს ემსახურება
შემდეგი სტატიააფხაზეთში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება