სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 19 858 764 ლარია მობილიზებული

წყალში ჩაძირული მოედანი, ესტაკადა, ახალი გზა - ახალი ფოტოები

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 19 858 764 ლარია მობილიზებული.
ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 12:00 საათის მდგომარეობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე მობილიზებულია 19 858 764 ლარი, 242 968 დოლარი და 18 612 ევრო.
13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია.

banner
წინა სტატიაში“სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახელით, სახელმწიფო ახალგაზრდებს იყენებს, როგორც უფასო მუშახელს”
შემდეგი სტატიარატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სერგო რატიანი და ზაზა პაპუაშვილი?