სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

თბილისის მერიის თანამშრომლები, მაშველები, სამხედროები, მოხალისეები და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები სტიქიის ზონებში გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ.

საგანგებო შტაბის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ზოოპარკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო მუშაობს, ტერიტორიაზე ასევე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. სვანიძის ქუჩაზე სამუშაოები განაახლა თავდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა, ყიფშიძის ქუჩაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ, წყნეთის ქუჩაზე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა, “მზიურის” ტერიტორიაზე კი შინაგანმა ჯარმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა.

ადგილებზე ასევე კვლავ მობილიზებულები არიან მოხალისეთა ჯგუფებიც.

გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ორი მიმართულებითაა შეზღუდული. დაკეტილია თამარ მეფის გამზირიდან, ვარაზისხევის მიმართულებით და ტელევიზიასთან მდებარე პანდუსები.

გმირთა მოედანზე დილიდან იმყოფება დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაც.

სამუშაოების მიმდინარეობისას ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი გასკდა. ამ წუთებში ადგილზე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” თანამშრომლებს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაში,,ამ ქვეყანაში მარტო ლომებს კლავენ! შენ და შენნაირებს არ მოგკლავთ! დაგაძინებთ!,,
შემდეგი სტატიადღეს საქართველოს ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვევა