სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას, კიდევ ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი, გარდაცვლილი იპოვეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ნაპოვნია 1959 წლის 6 დეკემბერს დაბადებული სულიკო დიმიტრის ძე ნოზაძე.

“კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა გამო და მათ ოჯახებს ვუსამძიმრებთ”, – განაცხადა პრემიერმა საგანგებო შტაბის სხდომაზე.

ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ოფიციალური ინფორმაციით 4 ადამიანი ითვლება.

banner
წინა სტატიაშიმე-11 კლასელთა საყურადღებოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ამდენი ხალხი პირადი მოგებისთვის გაწირეს!”